ქალაქ ალ-ბაბში აფეთქების შედეგად სირიის ოპოზიციური ქვედანაყოფების 12 წევრი დაიღუპა

„სირიის თავისუფალი არმიის“ სულ მცირე 12 წევრი დაიღუპა და 30 დაიჭრა ქალაქ ალ-ბაბში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამჟამად „სირიის თავისუფალი არმიის“ წარმომადგენლები ქალაქ ალ-ბაბის აღებას ცდილობენ, რომლის ნაწილს ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ქალაქზე შეტევა უკვე 145 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები