საზარელი მკვლელობა ავსტრალიაში – დედამ სამი შვილის მკვლელობა აღიარა

ავსტრალიაში 37 წლის აკონ გუოდემ აღიარა, რომ მან სამი შვილი მოკლა. ქალმა მანქანა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტბაში გადაჩეხა. დაიღუპნენ 1 წლის ბოლი და  4 წლის ტყუპი – ჰანგერი და მადიტი. კიდევ ერთი ბავშვი – 6 წლის ალუალი, გადარჩა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას და მანქანა წყალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვების დედამ მანქანა წყალში შეგნებულად გადაჩეხა. საბოლოოდ მან დანაშაული აღიარა.
ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ ტრაგიკული ინციდენტის მოწმეები და მაშველები მოქმედი ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა მათ მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს.
მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

16118134_10207752646325763_1199525374_n

16111919_10207752646365764_581162951_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები