პესკოვი – ნატო წარსულის გადმონაშთია და ჩვენ ამ საკითხში დონალდ ტრამპს ვეთანხმებით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნატოს კიდევ ერთხელ უწოდა “წარსულის გადმონაშთი“ და განაცხადა, რომ ამ საკითხში მოსკოვი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეთანხმება. „ნატო ნამდვილად არის წარსულის გადმონაშთი, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს და ამაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ვეთანხმებით,” – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ნატოს მიზანია „რუსეთთან სისტემური კონფრონტაცია”.
„ეს ორგანიზაცია კონფრონტაციისთვის არის შექმნილი, მთელი მისი არქიტექტურა კონფრონტაციის იდეებს ემსახურება. ეს არ არის თანამედროვე სტრუქტურა, რომელიც სტაბილურობის, უსაფრთხოების და განვითარების იდეებს ემსახურება“ – განაცხადა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტს და აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს ეს საკითხი არ განუხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები