ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის დროს მსოფლიოს რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებებს განაგრძობს. გაგრძელდება პროპაგანდისტული შეტევები, თქვენი ეკონომიკის დანგრევის მცდელობა. უკრაინას, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვს. რუსეთი კი ამ არჩევანს პატივს არ სცემს“ – განაცხადა ბაიდენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა იყოს შენარჩუნებული, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებების ყველა პუნქტს არ შეასრულებს.
ბაიდენმა ეს პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შეკავების საკითხში მას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის იმედი აქვს.
უკრაინაში ვიზიტი ჯოზეფ ბაიდენისთვის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ბოლო ოფიციალური ვიზიტია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები