სიღნაღში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცოხლე ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 მოქალაქე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა მკვეთრ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა, რასაც ავტობუსში მყოფი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები