განათლების მინისტრი „აუდიტორია 115“-ს აკრიტიკებს – როგორც ჩანს მათ სწავლა არ უნდათ

არიან სტუდენტები, რომლებსაც სწავლა უნდათ და არიან სტუდენტები, რომლებსაც სწავლა არ უნდათ“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „აუდიტორია 115“-ის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, „აუდიტორია 115“-ის წევრები ახალ-ახალ მოთხოვნებს გამონახავენ და პროტესტს გააგრძელებენ. როგორც მინისტრი ამბობს, თანახმაა, მათ პროტესტი გააგრძელონ, თუმცა ისე, რომ მათ ვისაც სწავლა უნდა, ხელი არ შეუშალონ. ამასთან, ჯეჯელავა აცხადებს, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტები უნივერსიტეტის განვითარების პროცესში ჩართულები არ არიან.
„შეგრძნება მაქვს, რომ ეს ხალხი გამონახავს ახალ-ახალ მოთხოვნებს და გააგრძელებს გაპროტესტებას. კი ბატონო, არ არის პრობლემა. გააგრძელონ, ოღონდ სხვა სტუდენტებს სწავლაში ხელს ნუ შეუშლიან. არიან სტუდენტები, რომლებსაც სწავლა უნდათ და არიან სტუდენტები, რომლებსაც სწავლა არ უნდათ. ვისაც არ უნდა, ვერ დავაძალებთ და ვისაც უნდა სწავლა, მათ ხელი უნდა შევუწყოთ. ჩემი მისიაა, რომ ვისაც სწავლა უნდა ,მაქსიმალურად დავეხმაროთ. სტუდენტების ეს კონკრეტული ჯგუფი უნივერსიტეტის განვითარების პროცესში არ არის ჩართული და ისინი, კონკრეტულად, თავისი პროტესტით არიან დაკავებულები. როგორც ჩანს მათ სწავლა არ უნდათ. არ ვიცი“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები