სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში შეიარაღებული ძალების გაგზავნით იმუქრება

სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ სერბი მოსახლეობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ბელგრადი კოსოვოში შეიარაღებულ ძალებს გააგზავნის. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ არ გაატარა მატარებელი, რომელსაც ეწერა – „კოსოვო – სერბეთია“.
„ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ სერბების დასაცავად აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ კოსოვოში ჯარს გავაგზავნით,“ – განაცხადა ნიკოლიჩმა.
გარდა ამისა, სერბეთის პრეზიდენტმა ევროკავშირი და აშშ გააკრიტიკა, რომლებმაც ინციდენტის შესახებ ბელგრადის განცხადებას ყურადღება არ მიაქციეს. კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთის დროშის ფერებში შეღებილ მატარებელს „პროვოკაციული” უწოდა და ის ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. კოსოვოს დამოუკიდებლობა ნაწილობრივ არის აღიარებული, ის ევროპის ქვეყნების მხოლოდ ნაწილმა აღიარა. სერბეთის კონსტიტუციის მიხედვით, კოსოვოს ავტონომიური მხარე სერბეთის შემადგენლობაში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები