პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი ჯერ შეთანხმებული არ არის

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში თებერვალში იგეგმება. თუმცა, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, თარიღი შესაძლოა რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმას არ დაემთხვეს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვიური მოხსენებით პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გამოდის. თუმცა, ჩვენ გვახსოვს სხვა ტიპის პრაქტიკაც, როცა მსგავსი მოხსენება ხან მარტში და ხანაც აპრილში გამართულა. ამ თემაზე კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება და დაზუსტებით გვეცოდინება, როგორც ზუსტი თარიღი, ისე ფორმატი,“ – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება დებატების რეჟიმით წარიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები