„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის ინგუშეთში მამამ შვილი მოკლა

ინგუშეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა 51 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ინტერფაქსი” იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიებს ხშირად გამოხატავდა. მამას და შვილს შორის პოლიტიკური საკითხებზე კამათის დროს ახალგაზრდამ პისტოლეტი ამოიღო, თუმცა მამამ ის წაართვა და გაისროლა. შვილს ტყვია ფილტვში მოხვდა და დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები