„ეროვნული ფორუმი“ პოლიტიკურ პარტნიორებს ერთ თვეში გამოაცხადებს

თებერვლის ბოლოს ცნობილი იქნება ის გუნდი, ვისთან ერთადაც „ეროვნული ფორუმი“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. „ერთი თვე გვჭირდება იმისთვის, რომ გაირკვეს, ვისთან ერთად ვაგრძელებთ პოლიტიკურ აქტიურობას. ამჯერად, კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თებერვლის ბოლოსთვის გვეცოდინება ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევქმნით. დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა აუცილებლობა პოლიტიკურ სივრცეში ახალი რეალობა შეიქმნას. ეს არის პარტიების გაერთიანება და კოალიციური ფორმატი. ეს იქნება პოლიტიკური გამოცდილების მქონე პერსონებზე შექმნილი პოლიტიკური გუნდი“, – აღნიშნა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები