თურქეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში სამართლიანობის და განვითარების პარტიამ შეიტანა, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, ცვლილებები საპრეზიდენტო მმართველობის მნიშვნელოვან გაფართოებას ითვალისწინებს. კერძოდ პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა ან მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა შეუძლია. გარდა ამისა საპრეზიდენტო ვადა ხუთ წლამდე იზრდება, ხოლო ქვეყნის მეთაურის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.
მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარე წლის 18 იანვარს უნდა გაიმართოს.