ბრაზილიაში, კიდევ ერთი ციხის ბუნტის დროს, 26 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში მომხდარი კიდევ ერთი ციხის ბუნტის დროს, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა. არეულობა „ალკაკუზის“ ციხეში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას თავები ჰქონდა მოკვეთილი ან სხეულის ნაწილები მოჭრილი. შეტაკება დაპირისპირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის მოხდა. ეს უკვე მესამე დიდი მასშტაბის ციხის ბუნტია ბრაზილიაში ამ თვეში. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა. ასევე დაღუპულები არიან ციხის დაცვის თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები