გაგა ნახუცრიშვილის ახალი წიგნის – „ბარნოვის 122“-ის წარდგინება გაიმართება

18 იანვარს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, გაგა ნახუცრიშვილის ახალი წიგნის – „ბარნოვის 122“-ის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ოცდაათამდე ნოველა, რომლებსაც კრებული აერთიანებს, იმ დროზეა, რომელიც იყო და აღარ არის, დროზე, რომელმაც თავისთან დაიტოვა ადამიანები, მაგრამ „წასვლაც ხომ პირობითია და დარჩენაც“. ეს არის ხორკლიანი, მაგრამ გულიდან წამოსული, გულწრფელი თხრობა განცდილისა, რომელსაც ავტორი იხსენებს იმისთვის, რომ ახსოვდეს.
„არიან ადამიანები, სულ რომ ანათებენ. უკუნ სიბნელეშიც. ჟამიანობის დროსაც.“ სწორედ ასეთ ადამიანებსა და განვლილ დღეებზე წერს გაგა ნახუცრიშვილი „ბარნოვის 122-ში“. მონატრებულ მეგობრებსა და წარსულზე წერა კი სენტიმენტების გარეშე არ გამოდის, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, „ასეთი სენტიმენტების არ მეშინია. ასეთ სენტიმენტებს არ ვერიდები“.
კრებული „ინტელექტმა“ გამოსცა. ნოველების აუდიოჩანაწერი გამოქვეყნებულია გაგა ნახუცრიშვილის საავტორო რუბრიკაში „ბარნოვის 122“ (რადიო „შოკოლადი“) და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ბლოგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები