იაგო რობაქიძის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

დღეს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე იაგო რობაქიძის ნამუშევრებს დაეთმობა.
16 იანვარს, 17:00 საათზე, იაგო რობაქიძის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მხატვრის კეთილი ნებით გადაერიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს – ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად.
0901080806 – ზარის ღირებულება 1 ლარია. საქართველოს ბანკი: GE62BG0000000996577500.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები