ყირგიზეთში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – 30 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

ყირგიზეთში Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფა ბიშკეკის მახლობლად მოხდა. ავიალაინერი სააგარაკო დასახლებას დაეცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავმა ჩამოვარდნის დროს 15 სახლი დააზიანა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩა. ავიალაინერი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებს” ეკუთვნოდა და ის ბიშკეკში სტამბოლიდან მიფრინავდა. ავიაკატასტროფა დაშვებისას მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ აეროპორტის მიდამოებში ამ დროს ძლიერი ნისლი იდგა.

16118105_10207751216330014_2093693238_n

16117252_10207751216370015_1402729504_n

16111889_10207751216410016_1575351407_n

15965473_10155266011078812_879488254386451047_n

15966256_10155266011138812_3124172993072828182_n

16114470_10155266011073812_939737274502095462_n

16114542_10155266011148812_3073937302350274024_n

16114421_10155266011083812_4327903027884333898_n

16106037_10155266011143812_5990697135665927274_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები