როგორი იქნება ტრამპის ახალი ლიმუზინი – „კადილაკი“ ნომერი ერთი პირველად ინაუგურაციაზე გამოჩნდება (ვიდეო)

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „კადილაკის“ მარკის ლიმუზინი, რომელიც „მხეცის“ სახელითაა ცნობილი, საზოგადოების წინაშე პირველად ინაუგურაციაზე გამოჩნდება.
როგორც ცნობილია, ახალი საპრეზიდენტო ლიმუზინის შესაძლებლობები უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედების.
ახალი „მხეცი“ აღჭურვილი იქნება იარაღით, მათ შორის ცრემლსადენი გაზის ყუმბარებით და თოფით. მანქანაში ასევე იქნება კონტეინერი პრეზიდენტის ჯგუფის სისხლით. ლიმუზინის კარები და ფანჯრები ტყვიაგამძლე იქნება. პრეზიდენტის ოჯახი ასევე დაცული იქნება ქიმიური, ბიოლოგიური თავდასხმებისგან და გზაზე არსებული ნაღმებისგან. ახალ „კადილაკ“ ნომერ ერთს სამხედრო კლასის ჯავშანი ექნება, რის გამოც მანქანის კარი ისეთი მძიმეა, რომ პრეზიდენტი მის შიგნიდან გაღებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
რაც შეეხება გარე დიზაინს, მანქანის ფერი და ძირითადი კონტურები წინამორბედთა მსგავსი იქნება. საიდუმლო სამსახური ლიმუზინის შეცვლის ინიციატივით 2014 წელს გამოვიდა. ახალი საპრეზიდენტო ლიმუზინი იმ 12-მდე ავტომობილს ჩაანაცვლებს, რომლებითაც ობამა 2009 წლის შემდეგ სარგებლობდა.
„ჯენერალ მოტორსმა“ ახალი საპრეზიდენტო „კადილაკის“ შესაქმნელად 15 მილიონი დოლარი მიიღო.

3C1BB8DC00000578-4118498-image-a-59_1484342349310

3C1BC0ED00000578-4118498-image-a-62_1484343381363

30AAF20800000578-3420984-Each_of_the_doors_of_the_current_car_are_eight_inches_thick_weig-a-6_1453994024073

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები