ალექსეი პუშკოვი: შეტაკება ტრამპსა და მტრების კოალიციას შორის არ შეიძლება ფრედ დასრულდეს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის და თავდაცვის მდივნობის კანდიდატის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით ძალიან წინააღმდეგობრივია – ამის შესახებ რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი სოციალური ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
პუშკოვის შეფასებით, აღნიშნული ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის კურსი ჯერ შემუშავებული არ არის.
„შეტაკება ტრამპსა და მტრების კოალიციას შორის არ შეიძლება ფრედ დასრულდეს: ისინი მას ან ქვეყნის მართვის უფლებას არ მისცემენ ან ტრამპი გაანადგურებს ამ კოალიციას, უფრო მეორე“, – აღნიშნავს პუშკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები