თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა

თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად ტერორისტული დაჯგუფების 14 წევრი მოკლეს. განადგურდა რადიკალი ისლამისტების იარაღის საწყობები და სამალავებიც. თურქული ოპერაცია სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ 4 თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი მიზანი სასაზღვრო რეგიონის ისლამისტებისგან გათავისუფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები