ხმელთაშუა ზღვაში, გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ ასამდე მიგრანტს ეძებენ

ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაახლოებით 100-მდე მიგრანტი გაუჩინარდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ხომალდი, რომელიც იტალიისკენ მიემართებოდა, ლიბიის ნაპირებიდან 50 კილომეტრის მოშორებით ჩაიძირა.
იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, მათ ოთხი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ხოლო რვა გარდაცვლილი იპოვეს.
სამაშველო ოპერაციებში, იტალიელი მეზღვაურების გარდა, ჩართულია ფრანგული სამხედრო ხომალდი და ორი სავაჭრო გემი. ადამიანებს აგრეთვე საჰაერო საშუალებებიდანაც ეძებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ეროვნების არიან დაკარგული მიგრანტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები