რამზან კადიროვი: გროზნოში ტერორისტული დაჯგუფების წევრები გაანადგურეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ გროზნოში ტერორისტული დაჯგუფების წევრები გაანადგურეს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, არიან დაკავებულებიც.
როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, შეიარაღებულ პირებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ჰქონდათ კავშირი.
ანტიტერორისტული ოპერაცია ჩეჩნეთში 11 იანვარს დაიწყო. პოტენციური დამნაშავეების გამოსავლენად საგანგებო ღონისძიებები ჩატარდა ნალჩიკში, სადაც ძალოვანებმა რადიკალ ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები