ბრაზილიის ციხეში მომხდარ ბუნტს 10 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიის ქალაქ ნათალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ბუნტს 10 ადამიანი შეეწირა. ბუნტის მიზეზი ციხეში მყოფ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჯგუფების წარმომადგენლები ციხის იმ ნაწილში შეიჭრენ, სადაც მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რამაც მასობრივი დაპირისპირება გამოიწვია.
არსებული ცნობით, დაპირისპირებისას სამ პატიმარს თავი მოჰკვეთეს.
გასული წლის ოქტომბერში, ბრაზილიაში ქალაქ ბოა-ვისტას ციხეში პატიმართა ორი დაჯგუფების შეტაკებისას მინიმუმ 25 პატიმარი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 7 ადამიანს თავი მოკვეთეს, ხოლო კიდევ 6 ცოცხლად დაწვეს.
პატიმართა დაჯგუფებამ ციხის სხვა სექციაში მოახერხა შეღწევა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ბუნტისას პატიმრებმა 100-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს, რომლებიც ციხეში ახლობლების სანახავად იყვნენ მოსულები. მოგვიანებით ყველა მათგანი გათავისუფლებული იქნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები