მოსკოვში ოპოზიციური მიტინგის 40-მდე მონაწილე დააკავეს

მოსკოვში ოპოზიციური მიტინგის 40-მდე მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. აქცია რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, გრიბოედოვის ძეგლთან გაიმართა.

მიტინგის მონაწილეები ოპოზიციის წარმომადგენელს, ედუარდ დადინს მხარდაჭერას უცხადებენ. დადინს საჯარო ღონისძიების ჩატარების წესების დარღვევისთვის 2015 წელს სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის მოხუცი ადამიანები არიან და რამდენიმე მათგანი ცუდად გახდა.

C2INKgMWIAATgYQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები