თურქეთში მესენჯერ ByLock-ის გამოყენებისთვის 55 ქალი დააკავეს

მესენჯერ ByLock-ის გამოყენებისთვის თურქეთში 55 ქალი დააკავეს. თურქი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ამ მესენჯერს ოპოზიციონერი ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები იყენებენ.
გიულენს ანკარა 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა “Turkish Minute” იუწყება.
დაკავებული ქალები დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ მესენჯერის გამოყენება დანაშაული არ არის და ეს ფაქტი რაიმე დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ეჭვმიტანილები 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები