კვიპროსის საკითხზე მოლაპარაკება 18 იანვარს განახლდება

კვიპროსის საკითხზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მხარეები 18 იანვარს მათ განახლებას და კონკრეტული შეთანხმების მიღწევას ვარაუდობენ.
როგორც სააგენტო „როიტერს“ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განუცხადა, მოლაპარაკების მონაწილეები ყველა ზომას იხმარენ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ.
კვიპროსის თურქული და ბერძნული ნაწილების გაერთიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებაში საბერძნეთის, თურქეთის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფლიქტი კვიპროსის ორ ნაწილს შორის გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მოლაპარაკების დროს ძირითადი პრობლემა უსაფრთხოების გარანტიებია. ჩრდილოეთ კვიპროსში ამჟამად 30 ათასი თურქი სამხედროა დისლოცირებული. ბერძნული კვიპროსის ხელმძღვანელობა კუნძულის გაერთიანების მთავარ წინაპირობად მათ გაყვანას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები