„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო

სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სამთავრობო ძალებზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ქალაქში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.
ლონდონში ბაზირებული ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, შეტევას უკვე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და ბაშარ ასადის ძალებს შორის.
შეტევა 9 მიმართულებით განხორციელდა და ის კარგად იყო ორგანიზებული. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, ისლამისტებს რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. სამთავრობო ძალებს ავიაცია ეხმარება, რომელიც ჯიჰადისტების პოზიციებს ბომბავს, თუმცა მათი შეტევა მაინც გრძელდება.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ შეიარაღებული შეტაკებები სირიის დედაქალაქ დამასკოს აეროპორტის მახლობლადაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები