“ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრებთან შეტაკებისას თურქეთის ჟანდარმერიის ორი წარმომადგენელი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან მომხდარი შეტაკებების შედეგად, თურქეთის ჟანდარმერიის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. ამის შესახებ პროვინციის ადმინისტრაცია იუწყება.

„ანტიტერორისტული ოპერაცია 12 იანვარს დაიწყო. თათვანის რაიონში მომხდარი შეტაკებების შედეგად, ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაიჭრა“, – აცხადებენ ბითლისის ადმინისტრაციაში.

2015 წლის ივლისის შემდეგ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის განახლებული შეტაკებების შედეგად, 800 სამხედრო და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 10 ათასამდე წევრია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები