„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსულის დასავლეთ ნაწილის დაბომბვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ყველა დაღუპული ერთ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც რაკეტები მოხვდა.

ამასთან, ადგილობრივი მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ დაბომბვა ერაყის სამთავრობო ძალებმა ან კოალიციის ავიაციამ განახორციელა.

მოსულს ამჟამად ერაყის სამთავრობო ძალები უტევენ, რომლებმაც ქალაქის დიდი ნაწილი დაიკავეს, თუმცა მოსულის ნახევარზე მეტს ისევ „ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკები“ აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები