უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში სამხედრო წვრთნები გამართა

უკრაინის ჯარმა ხერსონის ოლქში სამხედრო მანევრები გამართა. კერძოდ,  წვრთნები ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა გამართეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
წვრთნებში „სამხრეთის“ დაჯგუფების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები დღის და ღამის საათებში გაიმართა. მათში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებიც იყვნენ ჩართულები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები