აშშ-ში სამშობიაროდან 18 წლის წინ გატაცებული ბავშვი ცოცხალი აღმოაჩინეს

კამია მობლი, რომელიც ფლორიდის შტატის სამშობიაროდან 18 წლის წინ გაიტაცეს, კალიფორნიაში უვნებელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მთელი ამ დროის განმავლობაში, გატაცებული სხვისი სახელით ცხოვრობდა და ნამდვილი ოჯახის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მას ეგონა, რომ 51 წლის გლორია უილიამსი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, მისი ნამდვილი დედა იყო.
უილიამსი დაპატიმრებულია, მას ბრალი ადამიანის გატაცების მუხლით წარუდგინეს.
კამია მობლის ოჯახს მისი აღმოჩენის შესახებ უკვე აცნობეს, თუმცა ვინაიდან მობლი უკვე სრულწლოვანია, მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ურთიერთობას ააწყობს თავის ნამდვილ მშობლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები