დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნებული იქნება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში. ამის შესახებ ტრამპმა “Wall Street Journal”-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე არ გამორიცხა სანქციების გაუქმება, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლაში და აშშ-სთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში სასარგებლო აღმოჩნდება.
„თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ჩვენ მართლაც გვეხმარება, მაშინ სანქციებს აზრი აღარ ექნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს ერთი წლით გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები