აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ  სანქციები ერთი წლით გააგრძელა. სანქციები ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაწესდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
“ექსტრემალური ზომების რეჟიმს ერთი წლით ვაგრძელებ“, – წერია ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს ყირიმის ანექსიასთან და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან არის დაკაშირებული.
ასევე, ობამამ გააგრძელა სანქციები ირანის, კუბის, ლიბიის, ზიმბაბვეს და ვენესუელის წინააღმდეგ.
პირველი სანქციები აშშ-მ რუსეთის იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმის ანექსიასთან იყვნენ დაკავშირებულნი, 2014 წლის მარტში დააწესა. მათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა აეკრძალათ, ხოლო ანგარიშები დაუყადაღდათ.
მოგვიანებით, აშშ-მ ამ პირთა სია გაზარდა და მასში კონკრეტული პირების გარდა, რუსეთის ეკონომიკის ცალკეული დარგებიც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები