სირიელი ქურთების განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც უნგრელმა ოპერატორმა ქალმა ფეხი დაუდო, ისლამისტური დაჯგუფების წევრია

სირიელი მამაკაცი, რომელსაც უნგრელმა ტელეოპერატორმა ქალმა პეტრა ლასლომ გადაღების დროს ფეხი დაუდო, ისლამისტური დაჯგუფების წევრია და მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული აქვს ჩადენილი. ამის შესახებ სირიის „ქურთების დემოკრატიული კავშირის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ოსამა აბდული ტერორისტების დაჯგუფებას 2011 წელს შეუერთდა და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქურთი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული აქვს ჩადენილი“ – აცხადებენ „ქურთების დემოკრატიულ კავშირში“.
ცნობისთვის, უნგრელ ტელეოპერატორ ქალს პეტრა ლასლოს, რომელმაც გადაღების დროს მიგრანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლომ დრეს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ინციდენტი 2015 წლის სექტემბერში სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მოხდა, სადაც იმ დროს მიგრანტების დიდი ნაკადი შეინიშნებოდა. გადაღების დროს ლასლომ ორ მიგრანტს, მათ შორის მოზარდ გოგონას წიხლი ამოარტყა, ხოლო შემდეგ მამაკაცს, რომელსაც ბავშვი ეკავა ხელში, ფეხი დაუდო, რის შედეგად კაცი წაიქცა.
03
02

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები