ერდოღანი – თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსიდან ჯარის გაყვანას ჯერჯერობით არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  ჩრდილოეთ კვიპროსიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერდოღანის თქმით, კვიპროსის თურქული დიასპორის წარმომადგენლები აქტიურად და სამართლიანად მუშაობენ, მაგრამ  კვიპროსის რესპუბლიკის და საბერძნეთის ხელმძღვანელობას ამ პრობლემის მოგვარებაზე განსხვავებული შეხედულება აქვთ.
მანამდე კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ კუნძულის გაერთიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ თურქეთის შეიარაღებული ძალების 30-ათასიანი კონტინგენტის გაყვანის შემდეგ გადაწყდება.
კვიპროსის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკება გაეროს ეგიდით  ჟენევაში ორშაბათს დაიწყო.
კუნძული კვიპროსი ორ ნაწილად 1974 წელს გაიყო.  თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვიპროსის მესამედის ოკუპაცია მოახდინეს. მას შემდეგ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თურქები ცხოვრობენ, ხოლო სამხრეთ ნაწილში – ბერძნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები