ესპანეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ესპანეთის შს სამინისტროში აცნობეს.
პოლიცია იუწყება, რომ ტერორისტები ესპანეთის და ევროპის სხვადასხვა რეგიონში თავდასხმებს გეგმავდნენ. მათი დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სამალავი აღმოაჩინეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები.
2015 წლის შემდეგ, როდესაც ესპანეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა, იქ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 180 ადამიანი დააკავეს.