სომხეთის ეროვნული უსაფრთხოება: მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს მოუწოდებს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს”, – ამის შესახებ, სამსახურია მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმე მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება.
„გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის – გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდეს მას მოლოდინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წინაშე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხეთში, წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძართან, სადაც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მთავარეპისკოპოსის დასაკავებლად მივიდნენ, სიტუაცია დაძაბულია და მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა.