ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში საბაჟოს გახსნას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საბაჟო კომიტეტის“ ხელმძღვანელი მურატ ცხოვრებოვი აცხადებს, რომ ახალგორის რაიონში საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე საბაჟოს გახსნა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ცხოვრებოვის თქმით, ამ გზით სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში ტვირთების ტრანზიტი მოხდება.
ე.წ. საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ამჟამად ახალგორის რაიონში „საზღვარს“ დღეში 700-მდე ადამიანი კვეთს და ერთ პირს 50 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაჟო გაიხსნა, მოხდება საქონლის დაბეგვრა. ცხოვრებოვის თქმით, მისი უწყების წარმომადგენლები ახალგორის რაიონში „რაზდახანის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ამ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში მონიტორინგს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები