ასადის ძალების ავიაიერიშის შედეგად, სირიაში რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ასადის ავიაციის და არტილერიის შეტევის შედეგად, ალეპოს პროვინციაში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრში სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს.
„ალეპოს რეგიონის დასახლება ბაბკას დაბომბვისას 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაიჭრა“ – აცხადებენ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ ქვედანაყოფებს შორის 30 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასადის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები