უნგრეთში ოპერატორ ქალს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

უნგრელ ოპერატორ ქალს პეტრა ლასლოს, რომელმაც გადაღების დროს  მიგრანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლომ სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი 2015 წლის სექტემბერში სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მოხდა, სადაც იმ დროს მიგრანტების დიდი ნაკადი შეინიშნებოდა. გადაღების დროს ლასლომ ორ მიგრანტს, მათ შორის მოზარდ გოგონას წიხლი ამოარტყა, ხოლო შემდეგ მამაკაცს, რომელსაც ბავშვი ეკავა ხელში, ფეხი დაუდო, რის შედეგად კაცი წაიქცა.
სასამართლოს სხდომაზე ლასლომ განაცხადა, რომ იმ დღეს მისი მიმართულებით უამრავი ადამიანი მირბოდა და მას ძალიან შეეშინდა. ასევე მან თქვა, რომ მისი მოქმედება თავდაცვის სურვილით იყო გამოწვეული და ვიდეოს გავრცელების შემდეგ მუქარის წერილები მიიღო.
მოსამართლემ დაცვის მხარის ყველა არგუმენტი უარყო და დაადგინა, რომ ოპერატორი „საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ“ მოქმედებდა.
პეტრა ლასლო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები