საქართველოს 7 მოქალაქე აზერბაიჯანმა პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს 7 მოქალაქე პერსონა „ნონ გრატად” გამოაცხადა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ეს პირები სხვადასხვა წლებში ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ. ამ პირთა სია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.3333
სიაში შევიდნენ ჟურნალისტი გურამ როგავა, ადგურ ძიძარია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, “ლიტერატურული პალიტრას” რედაქტორი ბესო ხვედელიძე, ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის” ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი, ასევე, მეცნიერი იური ძიცოითი და რადიო “ეხო კავკაზას” ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა.
„კვირა“ ჟურნალისტ გურამ როგავას დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში გასულ წელს, სიტუაციის გამწვავების დროს, ტელეკომპანია „იმედის“ დავალებით იმყოფებოდა და იქიდან სიუჟეტები მოამზადა. როგავა ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის „ძალიან საწყენია, ვინაიდან აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ძალიან უყვარდა და იქ ხშირად ჩადიოდა“.
როგორც „კვირას” აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა აცნობეს, მთიან ყარაბაღში გამგზავრების შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად უნდა აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა პირების მიმართაც ანალოგიური ქმედებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები