პირველად ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ გახდა

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები დააანონსა.
ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award 4 ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის “სხვისი სახლი”.
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა.
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი-ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა.
Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.
ცნობისათვის: ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები