რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს.
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დღეს საღამოს დაჭრეს. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები