ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო: წებელდაში პოლიგონის მშენებლობა არ იგეგმება

სოფელ წებელდაში პოლიგონის მშენებლობა არ იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. „ჩვენ გვაქვს ორი პოლიგონი – გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონებში. ორივე პოლიგონს რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს. ახალი ბაზის მშენებლობა არ იგეგმება“ – აცხადებენ ე.წ. თავდაცვის სამინისტროში. ანალოგიური განცხადება დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და მისი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებები უარყვეს. მარგველაშვილმა და ფხალაძემ განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ნაწილები სოფელ წებელდაში პოლიგონს აშენებენ და სამშენებელო სამუშაოების დროს მათ მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო დაანგრიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები