უამინდობას უკრაინაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო უკრაინაში, ერთ დღე-ღამეში, ავტოავარიებში 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 46 ადამიანი.
ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიცია იუწყება. „კრიტიკული სიტუაცია შენარჩუნებულია ლვოვის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში. ასევე რთული მდგომარეობაა კიდევ 6 რეგიონში“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ცნობისთვის, ძლიერი ყინვების გამო ევროპის ქვეყნებში რამდენიმე დღეში 40 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები