ზვიად გამსახურდიაზე გადაღებული ფილმის – „ხიბულას“ პირველი კადრები გავრცელდა

 რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, ზვიად გამსახურდიაზე მხატვრული ფილმი „ხიბულა“ გადაიღო. გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ფილმის, „ხიბულას“ ტრეილერიც მზად არის. ამ ინფორმაციას გიორგი ოვაშვილის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. ფილმი, რომელშიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი, ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს, საქართველოს უახლესი ისტორიის ოვაშვილისეული ტრილოგიაა და რეალურ ფაქტებზე და ისტორიებზეა აგებული.
ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰოლანდიელი დრამატურგის, რულოვ იან მინებოს და გიორგი ოვაშვილის სცენარის მიხედვით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის, საბოლოოდ კი არჩევანი ირანელ მსახიობ ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წელს შედგება. დრამას მაყურებელი წელს, სავარაუდოდ, ბერლინალეზე ან კანის კინოფესტივალზე ნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები