„რომაული ლირიკის მწვერვალები“ – მანანა ღარიბაშვილის ახალი თარგმანის წარდგინება გაიმართება
16 იანვარს, 18.30 საათზე, მწერალთა სახლში მანანა ღარიბაშვილის ახალი თარგმანის „რომაული ლირიკის მწვერვალების“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „რომაული ლირიკის მწვერვალები“ რომაული პოეზიის საუკეთესო ავტორებს აერთიანებს კატულუსიდან მარციალისამდე.
წიგნი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.