ილიაუნის თეატრი საქველმოქმედო წარმოდგენას გამართავს

14 იანვარს, 20:00 საათზე, ქართული თეატრის დღეს, ილიაუნის თეატრი გიორგი პაპუნაშვილის დასახმარებლად, სიმბოლურად, სწორედ გიორგი ერისთავის პიესას – “ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი”ითამაშებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის ძალიან სასაცილო კომედია. კიდევ ერთხელ შეხვდებით მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ცნობილ პერსონაჟებს, იცინებთ ბევრს და რაც მთავარია, დაეხმარებით სტუდენტ გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის.
გიორგის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე მუცლის არეში. მან უკვე გაიარა მკურნალობის რამდენიმე ეტაპი თურქეთში და გასავლელი დარჩა საბოლოო ეტაპი – ტრასპლანტაცია, რაც 35 750$ ჯდება. ის ახლა მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის, თუმცა თანხები ამოეწურა, მისი გადარჩენა კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სრულ კურსს ჩაიტარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები