აშშ სამხრეთ კორეაში Apache-ს ტიპის ვერტმფრენებს განათავსებს

აშშ თებერვლის ბოლომდე სამხრეთ კორეაში Apache-ს ტიპის 24 ვერტმფრენს განათავსებს. საფრენი აპარატები სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად განთავსდება.
სააგენტო “რეინჰაპის” ინფორმაციით, ვერტმფრენები სუვონის ავიაბაზაზე განთავსდება. შემდეგ კი მათ სეულის მახლობლად მდებარე ბაზაზე გადაიყვანენ.
AH-64 Apache ეტაპობრივად მსუბუქ ვერტმფრენებს OH-58D Kiowa Warrior-ს გამოცვლის.
როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სტრუქტურები იუწყებიან, ეს ქვეყანა 2018 წლისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების და მათთვის განკუთვნილი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ვაშინგტონის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ამას არ დაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები