პურის საცხობში ორი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები