თამარ გაბროშვილის ლექსების კრებული სომხურად გამოიცა

თამარ გაბროშვილის ლექსები სომხურ ენაზე გამოიცა. როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით სომხურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა „ჰაიასტანის“ მიერ სომხეთში (ერევანში) გამოიცა პოეტური კრებული „ქრიზთა“, რომელიც თამარ გაბროშვილის ნახატებითაა გაფორმებული. წიგნის მთარგმნელია მაყვალა გეურქოვა.
თამარ გაბროშვილი (ლიტერატურული ფსევდონიმი “ქრიზთა”) ლიტერატურულ ნაწარმოებებს აქვეყნებს პერიოდულ პრესასა და ჟურნალებში 1983 წლიდან.
თამარ გაბროშვილი 4 პოეტური კრებულის ავტორია: „ახალწლის ღამე“, „სიყვარულის თილისმა“, „გაიმეორე სიცოცხლე“ და „ქრიზთას ანთოლითები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები