რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 25 წლის მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან 25 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, 25 წლის რევაზ სრესელი ოკუპანტებმა ღვთისმშობლის სახელობის სალოცავთან დააკავეს. მათივე თქმით, ახალგაზრდა  ქრისტეს შობის აღსანიშნავად, სანთლების დასანთებად იყო წასული.
რუსი ოკუპანტების მიერ რევაზ სრესელის დაკავების შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი  ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები